გაყიდული ბავშვების სკანდალის გაგრძელება- პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა სასაფლაოებს ეძებს
კრიმინალური პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ჩვილების საფლავებს ეძებს. გაყიდული ბავშვების საქმეზე დაკითხვების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. არსებობს ეჭვი, რომ ათასობით ბავშვი ვინც სამშობიაროში მკვდარად გამოცხადეს და მშობლებს უთხრეს რომ ჩვილების სასაფლაოზე დაკრძალეს, ცოცხლები არიან და ისინი ექიმებმა გაყიდეს.
მშობლებმა, ვინც შვილები წლების წინ გამოიგლოვა, იუსტიციის სახლის არქივებში ქექვის შემდეგ ახლა აღმოაჩინა, რომ ჩვილები კლინიკებიდან ცოცხლები გაწერეს, უბრალოდ მათ გვარები შეუცვალეს. ახლა მტკიცებულებებით შეირაღებული ხალხის ჯარი პოლიციაში დაკითხვაზე დაბარებას ელოდება.
ვრცლად იხილეთ სესილი ბოკერიას სიუჟეტი.