მსაჯულებმა თქვეს, რუსი ტურისტებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა დისკრიმინაცია არ არის - ადვოკატი
რუსი ტურისტების გაბრაზების გამო დაკავებული ტაქისის მძღოლის ადვოკატი მომხდარს დეტალურად იხსენებს. ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად თქვეს, რომ რუსულენოვანი ტურისტებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა დისკრიმინაცია არ არის.
ტაქსის მძღოლს ორივემ, რუსეთს მოქალაქემ და ლატვიის მოქალაქემ მოსთხვეს, რომ ესაუბრა რუსულად და არა ინგლისურად, რაზეც ტაქსის მძღომა უთხრა, რომ არ ისაბრებდა რუსულად და როდესაც მიხვდა მათ შეხედულებას, ჩართო უკრაინული სიმღერა. უკრაინული სიმღერის ჩართის შემდეგ, როგორც ბარდებული განმარტავს და როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნამდვილად უკრაინული სიმღერა ჰქონდა ხმამაღალზე ჩართული, ამას აცხადებს ორივე, ტაქსის მძღოლს მოსთხოვეს, რომ გაეთიშა უკრაინული სიმღერა, რაზეც განაწყენებულმა ტაქსის მძღოლმა გადაწყვიტა, რომ ისინი სასტუმროს ნაცვლად წაეყვანა გომბორის უღელტეხილზე და დაეტოვებინა, რათა ისინი საკუთარი ფეხით დაბრუნებულიყვნენ თბილისის მიმართულებით, აღნიშნული ჩვენება დადასტურდა ყველა მტკიცებულებით, რაცბრალდების მხარეს ჰქონდა წარმოდგენილი. არ დადასტურდა დაზარალებულთა ვერსია მათივე ჩვენებებისა და სხვა მოწმეების დაკითხვების თანახმად და ნაფიცმა მსაჯულებმა თქვეს ერთი რამ, რასაც ბრალდების მხარე ამბობდა ყოველთის, რომ ეთნიკური და ეროვნული ნიშნით რუსითვის ან რუსულად მოაზროვნე ადამიანისთის უკრაინული სიმღერის ჩართვა არ არის დისკრიმინაცია, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 11 აპრილს ამირან ბუჩუკურმა რუსეთის მოქალაქეებს უკრაინული სიმღერები ჩაურთო, შეკამათების შემდეგ კი გომბორის უღელტეხილზე დატოვა, რის გამოც მას მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
ამის მიუხედავად, ტაქსის მძღოლი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გაამართლეს. ამირან ბოკუჩავა ახლა თავისუფალია. საქალაქო სასამართლოში შეკრებილმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ტაქსის მძღოლი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავე არ იყო.