გაყიდული ბავშვების საქმე - რუსთავის სამშობიაროს დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს

09.09.22 11:16
გაყიდული ბავშვების საქმე - რუსთავის სამშობიაროს დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს

რუსთავის სამშობიაროს დირექტორი გაყიდული ბავშვების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს - "პირველების" ინფორმაციით, ალექსანდრე ბარავკოვს განჩინება უკვე ჩაბარდა. ის პირველია, თუმცა არა ერთადერთი, რომელსაც გამომძიებლების კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

ბარავკოვმა ჩვენება ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში უნდა მისცეს. რუსთავის სამშობიაროს გენერალურო დირეაქტორი დღეს სამსახურში არ გამოცხადდა. კლინიკაში ირწმუნებიან, რომ მათთან არანაირი განჩინება არ მიუღიათ. 

ცნობისთვის, ალექსანდრე ბარავკოვს ჩვილების გაყიდვაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ვინც მედიკოსის წინააღმდეგ ტელეკამერების წინ ალაპარაკდა, ნინი მოხევიშვილია. მისი თქმით, წლების წინ რუსთავის გზატკეცილზე გაიყიდა. აღმზრდელმა დედამ მას მხოლოდ 18 წლის შემდეგ გაუმხილა, რომ ნაშვილებია და ის რუსთავის სამშობიარო სახლიდან წამოიყვანა. მოხევიშვილის მტკიცებით, მაშინ აღნიშნული სამშობიარო სახლის დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი იყო, რომელმაც ბიოლოგიურ დედას შვილი მოჰპარა და ათას დოლარად გაყიდა.

ბნელი 90-იანებიდან 2005 წლამდე გაყიდული ბავშვების ამბავზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები კრიმინალურმა პოლიციამ დაიწყო.