სარალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ციხე დატოვა

03.03.21 19:07
სარალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ციხე დატოვა

დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, დაჩი ღლონტმა, ციხე სამი დღის წინ დატოვა. ღლონტი დათუნა სარალიძის უახლოესი მეგობარი იყო,  რომელიც საბედისწერო დღეს ფარდულსა და საპირფარეშოშიც იმყოფებოდა,  სადაც დაპირისპირება დაიწყო.

დაჩი ღლონტს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავებოდა. ღლონტი ამტკიცებს, რომ ცრუ ჩვენება არ მიუცია და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სტარასბურგში შეეცდება.