მეზობელი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დაკავებულია

09.09.22 12:59
მეზობელი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დაკავებულია

განზრახ მკვლელობის მცდელობა გურიაში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეზობელი ქალის დაჭრის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ვ.მ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.