დადასტურებულია, რომ ირანული ავიაკომპანია სანქცირებულია და მხილებულია ტერორიზმში - ურუშაძე

09.09.22 13:27
დადასტურებულია, რომ ირანული ავიაკომპანია სანქცირებულია და მხილებულია ტერორიზმში - ურუშაძე

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ თავმჯდომარე ვასო ურუშაძე პირდაპირ ამხელს საქართველოს მთავრობას ტყუილში და ამბობს, რომ ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა, სანქცირებულია.

ურუშაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ირანული ავიაკომპანიები „ირან-ეარი“ და „მაჰან-ეარი“ ღიად არიან მხილებულნი ტერორიზმის მხარდაჭერაში.

მარტივი ინფორმაციის მოძიებით, რაც საჯარო წყაროებითაც დასტურდება, შეგვიძლია ვნახოთ, რომ ირანული ავიაკომპანია „ირან-ეარი“ არის სანქცირებული და ეს ინფორმაცია ოფიციალურად არის განთავსებული ამერიკის სახელმწიფო ხაზინის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სახელმწიფო ირანული ავიაკომპანიები „ირან-ეარი“ და „მაჰან-ეარი“ ღიად არიან მხილებულნი ტერორიზმის მხარდაჭერაში. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე არის დათმობილი ირანისა და რუსეთის როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო ალიანსის ნაწილში“. - ამბობს ურუშაძე.

ეკონომიკის მინისტრი კი თავის მართლების რეჟიმშია. ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ ავიაკომპანია, რომელმაც ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა სანქცირებული არ არის და ევროპაშიც რეგულარულად დაფრინავს.