"მათი ლიცენზიები აღიარებული უნდა იყოს " - ჯიშკარიანი სააკაშვილთან ამერიკელი ექსპეტების დაშვებაზე

09.09.22 13:30
"მათი ლიცენზიები აღიარებული უნდა იყოს " - ჯიშკარიანი სააკაშვილთან ამერიკელი ექსპეტების დაშვებაზე

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშილთან ამერიკელი ექსპერტები დაუშვან. მისი თქმით, ექმებს მოქმედი ლიცენზიები აქვთ და აღნიშნული ლიცენზიები აღიარებული უნდა იყოს. 

არის დადებითი პასუხი, ისინი კვლავ ითხოვენ... ახლა გავარკვევთ ადვოკატებთან ერთად როგორ ვიმოქმედოთ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები რაღაც რეგულაციებს აშშ-ში არ ემთხვევა და შესაბამისად, ეს ექსპერტები ვერ იგებენ კარგად , რა უნდა ჯანდაცვის სამინისტროს. მათ აქვთ მოქმედი ლიცენზიები და შესაბამისად, უნდა იყოს მათი ლიცენზიები აღიარებული, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.