გადაწყვეტილება მიღებულია - ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა

09.09.22 14:13
გადაწყვეტილება მიღებულია - ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა

გადაწყვეტილება მიღებულია - ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში გრძელი და რთული სავიზო აპლიკაციის გარეშე შესვლის პრივილეგია აღარ ექნებათ

„ეს გამოიწვევს სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროებას, ვიზის განხილვის დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს“, - აცხადებენ ევროკავშირის საბჭოში.

მათივე მტკიცებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება ევროკავშირში პრივილეგირებული შესვლის შესაძლებლობას აძლევს სანდო პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან საერთო ღირებულებებს იზიარებენ.

გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 9 სექტემბერს გამოქვეყნდება და 12 სექტემბრიდან ამოქმედდება.