პედოფილია შიდა ქართლში - დაკავებულ ტაქსის მძღოლს ბრალი წარუდგინეს
პედოფილია შიდა ქართლში - საქართველოს პროკურატურამ, დაკავებულ ტაქსის მძღოლს გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 6 სექტემბერს, ბრალდებული 12 წლის დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვნის გაუპატიურებას შეეცადა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.