მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებული 60 წლის კაცი ბრალს არ აღიარებს
მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებული 60 წლის კაცი ბრალს არ აღიარებს.
პედოფილიაში ბრალდებული ამტკიცებს, რომ მიმალვაში არ იმყოფებოდა და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განგრძობდა.
შესაბამისად ირკვევა, რომ სამართალდაცმველებს გამოეპარათ მისი მარშრუტები, ამ ორი დღის მანძილზე უმძიმეს დანაშაულში ეჭვიმტანილი საკუთარი ავტომობილით თავისუფლად გადაადგილდებოდა და ტაქსით მომსახურებას არაერთ ადამიანს უწევდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ ბრალდებას, რაც წარედგინა, არ ეთანხმება. ის არ ყოფილა გაქცეული, უბრალოდ იმყოფებოდა თავის სამსახურებრივ ადგილზე - ტაქსაობდა. გასაგებია საზოგადოების ინტერესი, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს სურვილი, რომ გააჟღეროს დეტალები საქმესთან დაკავშირებით“. - ამბობს ადვოკატი.
დაკავებულ პენისონერს თავის მართლება ახლა საბრალდებო სკამიდან მოუწევს. ირკვევა, რომ ამოღებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელსაც კაცი მეზობელ 12 წლის გოგონას უგზავნიდა.