"მთვრალი მეთაურები ქალებს სექსუალურად ავიწროებდნენ" - თავდაცვის სამინისტროს დიდი სკანდალი

09.09.22 20:06
"მთვრალი მეთაურები ქალებს სექსუალურად ავიწროებდნენ" - თავდაცვის სამინისტროს დიდი სკანდალი

ქალების ტერორი  და სექსუალური შევიწროვება ჯარში - თავდაცვის სამინისტრო დიდ სკანდალში ეხვევა.   მხილებულია ჯუანშერ ბურჭულაძის უწყების სამი მაღალჩინოსანი, რომლებიც ქალებს სავარაუდოდ სისტემატიურად უწყობდნენ ფსიქოლოგიურ ტერორს და სექსუალურად ავიწროვებდნენ.

 ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მეთაურების მხრიდან მსხვერპლი უწყების სამი თანამშრომელი გახდა. ორი შიშით ლაპარაკს ვერ ბედავს, ერთმა კი დუმილი დაარღვია.   

ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, რომ სექსუალური შევიწროვების ფაქტებს  იმდენად სისტემატიური ხასიათი  ჰქონდა, რომ   მისი აცილება თავიდან ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ამიტომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ყველაფერი ფარულად ჩაწერა, მტკიცებულებებით შეიარაღებული ორგანიზაცია ,,საფარში" მივიდა და  სამინისტროს მეთაურების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამაოგნებელია ფრაზები, რომელიც ფარულ აუდიოჩანაწერში ისმის და რომელიც მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მტკიცებულებად ახლა უკვე საქმეში დევს.
 რატომ არ ათავისუფლებს პოსტებიდან თავდაცვის მინისტრი მეთაურებს, რომლებიც  სავარაუდო მძიმე დანაშაულში არიან მხილებულები? - ვრცლად იხილეთ ანა მდივანის სიუჟეტი.