თავდასხმა პოლიციელზე - ,,პირველებმა" ტაბიძეზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები დაადგინა
,,პირველებმა" პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმის ახალი დეტალები დაადგინა. ტაბიძის ქუჩა სისხლიანი გარჩევის ეპიცენტრად ორი დღის წინ გადაიქცა.
პოლიციელ ლევან მარგიანისთვის მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმეა, რომ მის რეაბილიტაციას მინიმუმ 6 თვე მაინც დასჭირდება. მასზე თავდასხმაში ბრალდებული პირი კი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.
პოლიციის დაჭრაში ბრალდებული ირაკლი დონდუა თბილისში კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევის ფიგურანტია, თუმცა მაშინ სამართალდამცველებს მისი დაკავება არც კი უცდიათ.
სისხლიანი დაპირპისპირების ახალი დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჯეტში.