თაღლითურად დაუფლებული სახელმწიფო ქონება ბახმაროში - ბრალდებულია საჯარო მოხელეები

10.09.22 12:02
თაღლითურად დაუფლებული სახელმწიფო ქონება ბახმაროში - ბრალდებულია საჯარო მოხელეები

ვინ ითვისებს  მიწის ნაკვეთებს  თაღლითურად ბახმაროში - ბრალდებულია ხუთი ადამიანი, რომელთაგან, ოფიციალური  ინფორმაციით, ერთი საჯარო მოხელეა.

„პირველებმა“ გაარკვია, რომ საუბარია ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელ კახი მეფარიშვილზე. თუმცა, როგორც ირკვევა, კიდევ ერთ საჯარო მოხელეს აქვს ბრალი წარდგენილი და ეს არის დავით ჟღენტი, რომელიც 2018 წელს კომისრად მუშაობდა და შემდეგ დაინიშნა მერიის თანამშრომლად. 

ჟღენტი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება მეფარიშვილს, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ გამოძებას უნდა დაველოდოთ.

ოპოზოცია ფიქრობს, რომ  პროკურატურა ახლა ჯოხის გადატეხვას დაბალ ფენებზე ცდილობს და ამ სქემაში მაღალი თანდებობის პირებიც  ფიგურირებენ.

მაღალჩინოსანი ჩოხატაურის მერიიდან, რომელიც ზედამხედველობას უწევდა ბახმაროს მიწებს და ამ საქმეში იყო ჩართული, მან 900-მდე უკანონო სახლი აღმოაჩინა, „ქართული ოცნების“ ლიდერები და  ადგილობრივი მაღალჩინოსნები კორუფციული მეთოდებით იშენებდნენ სახლებს“. - ამბობს ოპოზიციონერი. 

რაც შეეხება თავად ჩოხატაურის მერიის მაღალჩინოსნებს, ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.