ქვეყანაში სეზონური ვირუსების ბუმია - მედიკოსები გრიპის ადენო და რინოვირუსების გააქტიურებას ელოდებიან

10.09.22 12:19
ქვეყანაში სეზონური ვირუსების ბუმია - მედიკოსები გრიპის ადენო და რინოვირუსების გააქტიურებას ელოდებიან

ქვეყანაში სეზონური ვირუსების ბუმია - მედიკოსები გრიპის ადენო და რინოვირუსების გააქტიურებას ელოდებიან. 

განსაკუთრებული რისკის ქვეშ რჩებიან  მოზარდები და ხანდაზმულები.

ახლა შემოდგომაა, ამიტომ ექიმები მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა კოვიდი ისევ ცირკულირებს და არავინ იცის, როგორი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვირუსების თანხვედრა.

ეს წელი იქნება განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. გრიპის ვირუსები გვექნება და შესაძლებელია უფრო მეტიც, ვიდრე იყო კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდში. გადაინაცლა რესპირაციული ვირუსების აქტიურობის პიკმა და ნაცვლად ზამთრისა ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა გრიპის, ადენო და რინოვირუსების და სხვა ტიპის ვირუსების მაისის და ივნისის განმავლობაში, რაც არ ყოფილა საქართველოში, ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთის, ქრონიკული დაავადებების და 65 წელს გადაცილებული პირებისთვის გრიპის ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს“. - ამბობს იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე.