"მამაჩემს გაცნობიერებული აქვს, რომ მან საკუთარი თავი ამოწურა ქართულ პოლიტიკაში" - ედუარდ სააკაშვილი
ედუარდ სააკაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტმა საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა და მისი თქმით, ის ამას აცნობიერებს.
სააკაშვილის ვაჟი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთადერთი გეგმა ახლა ფიზიკურად გადარჩენაა.
მამაჩემს აქვს გაცნობიერებული, რომ მან საკუთარი თავი ამოწურა ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ფაქტი. ის ამას აცნობიერებს. ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ აქცენტი გავაკეთოთ მის ჯანმრთელობაზე, რაც არის ოჯახისთვის პრიორიტეტი. მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ხელისუფლებისთვისაც პრიორიტეტი". - ამბობს ედუარდ საკაშვილი.