კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა - "ენერგო-პრო" ოფისებს ხურავს და დისტანციურ რეჟიმზე გადადის
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, "ენერგო-პრო ჯორჯია" მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კომპანიამ საკუთარ აბონენტებს SMS შეტყობინებები დაუგზავნა.
ძვირფასო მომხმარებლებო, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ენერგო-პრო ჯორჯიას მომსახურების ცენტრები 22 აპრილიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან. აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს, მათთვის საინტერესო ინფორმაციის და მომსახურების მიღება შეუძლიათ კომპანიის ქოლ-ცენტრის მეშვეობით: 032-2471707 ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით," - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.