მამა მიკვდება - მოქალაქე, პოლიციას, მამის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს

10.09.22 15:49
მამა მიკვდება - მოქალაქე, პოლიციას, მამის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს

მოქალაქე, პოლიციას, მამის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

ბაგრატ შევარდენაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „გორმედის“ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანა. ის ამ დრომდე რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

შვილის მტკიცებით, მამამ შხამ-ქიმიკატები მას შემდეგ დალია, რაც პოლიციამ მამაკაცს მოტყუებით ხელი მოაწერიან ჩვენებაზე, თითქოს სიძემ სცემა. 

შინაგან საქმეთა სამინისტორომ ოჯახის წევრის მინართ ძალადობის და ნივთის დაზიანების მუხლით ბრალი წარუდგინა შვილსაც, ნინო ნიშნიანიძეს და წინასწარ პატიმრობაში დატოვა მისი მეუღლე, რომელსაც გამოძიება ძალადობას ედავება.

ფაქტობრივად მიკვდება მამა პოლიციის უნამუსობის გამო. მთვრალ მდგომარეობაში მყოფ მამას მოაწერინებს ცრუ ჩვენებაზე ხელი, რის შემდეგაც ჩემი მეუღლე გადაიყვანეს გლდანის ციხეზე. როდესაც მამა გამოფხიზლდა და გაიგო, თუ პოლიციამ რაზე მოაწერინა ხელი მიიღო დიდი რაოდენობით შხამ-ქიმიკატები და ახლა არის უმძიმეს მდგომარეობაში. 
ვითოვ, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე სერგო ჟამერაშვილი და გამომძებელი ეკატერინე გულუაშვილი კანონის დიდი სიმკაცრით დაისაჯონ". - ამბობს შვილი.