მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ქუთაისში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

10.09.22 17:10
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ქუთაისში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ქუთაისში, შარვაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება.  

დაუზუსტებელი ინფორმაციით, კაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა.
ადგილობრივებმა ცხედრის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. 

გავიხედეთ და კაცი იყოს მკვდარი. არ ვიცით ვერ ვიცანით,  აქაური მაცხოვრებელი არაა. რომ გავარდება ისეთი ხმა იყო. წამში მოხდა ყველაფერი. წავედით და ვნახეთ გვამი“. - ამბობენ თვითმხილველები.
 

ცხედარი ჯერჯერობით ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ. მომხდარზე გამოძება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.