უკრაინამ დაკარგული ტერიტორიების ნახევარი უკვე დაიბრუნა - ფრონტის ხაზიდან ქართველი ჯარისკაცები დაბრუნდნენ
უკრაინიდან ქარველი ჯარისკაცები დაბრუნდნენ. შოთა ბითაძე და გიორგი გელაშვილი ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში გაემგზავრნენ და ფრონტის წინა ხაზზე ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ქართველი მებრძოლები უკრაინაში დაბრუნებას უახლოს დღეებში ისევ აპირებენ.
სამშობლოში დაბრუნებული ქართველი გმირები ამბობენ, რომ საქართველოში დროებით დაბრუნების მიზეზი ოჯახის მონატრებაა.
მებრძოლები ასევე ამბობენ, რომ უკრაინამ დაკარგული ტერიტორიების თითქმის ნახევარი უკვე დაიბრუნა.
უკრაინიაში ვიყავი 26 თებერვლიდან. 5-6 დღეში ისევ ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას. ფრონტის ხაზზე საკმაოდ ლიდერობს უკრაინა, დაკარგული ტერიტორიების თითქმის ნახევარი უკვე დაიბრუნა და აგრძელებს დანარჩენი ტერიტორიები დაბრუნებას. ამჟამად ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება ხერსონი". - ამბობს ქართველი მებრძოლი.