გოგონა საკუთარი სურვილით ხვდებოდა პირს, არავის დაუძალებია, წამლები შემთხვევით დალია - მამა ბრალდებებს უარყოფს
შვილზე ფსიქოლოგირი ძალდობისთვის დაკავებული მამა გამოძიების ვერსიას უარყოფს.
ბრალდებულის ადვოკატი „პირველებთან“ ამბობს, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი არ იყო, საკუთარი სურვილით ხვდებოდა პირს, თვითმკველობა არ უცდია და წამლები შემთხვევით დალია.
„როგორც ვიცი სუიციდი არ ყოფილა. გოგონას მამა კარგი კაცი იყო, მისი ციხეში ჩასმა არასწორი საქციელია. ის გოგო საავადმყოფოშია თუ არა არ ვიცი.
შახინ აბდულაევი დაკავებულ იქნა. არანაირი მტკიცებულება არ არის სისხლის სამართლის საქმეში, რომ აბდულაევი არის დამნაშავე. პოლიციამ შეუზღუდა მას ყველანაირი უფლებები. არ მისცა ადვოკატის აყვანის უფლება.დაკითხული არიან მოწმეები და არც ერთი მათგანი არ ადასტურებს, რომ იძულებით ქორწინებას ჰქონდა ადგილი“. - ამბობს ადვოკატი.
სუიციდის ვერსიას არ ადასტურებენ ასევე არც თანასოფლელები. ისინი ამბობენ, რომ გოგონას მამა ძალიან კარგი კაცი იყო.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი დააკავეს.
შაჰინ აბდულაევს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.