თბილისში 14 წლის გოგომ ბებიის მკვლელობა სცადა - მოზარდი დაკავებულია

21.04.21 20:06
თბილისში 14 წლის გოგომ ბებიის მკვლელობა სცადა - მოზარდი დაკავებულია

თბილისში, 14 წლის გოგონა საკუთარი ბებიის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

მოზარდმა ბებიას დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენა. დაშავებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. დანაშაულის მოტივი უცნობია,  თუმცა როგორც ირკვევა, შემთხვევას წინ უძღოდა ოჯახში მომხდარი კონფლიქტი.

80 წლის ბებია ამბობს, რომ მოზარდის აგრესიული ქცევა მისი დედის ალკოჰოლდამოკიდებულებით არის გამოწვეული. დაზარალებული ამბობს, რომ ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახური კონფლიქტების გამო აქვს.

მსგავსი სიახლეები