დაუხურავენ თუ არა ანგარიშებს პრორუსულ დაჯგუფებებს - "ალტ-ინფო" დასანქცირების მოლოდინშია

11.09.22 15:19
დაუხურავენ თუ არა ანგარიშებს პრორუსულ დაჯგუფებებს - "ალტ-ინფო" დასანქცირების მოლოდინშია

დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაცის დასანქცირების შემდეგ სანქციების მოლოდინში არიან პრორუსული, რადიკალური ჯგუფებიც. ანგარიშების დახურვის და ფინანსურ მარწუხებში მოქცევას "ალტ-ინფოს" ლიდერებიც ელოდებიან. 

ზურაბ მახარაძე პირდაპირ სვამს კითხვას, თუ ხელისუფლება პუტინისტურ ჯგუფებს არაფერს ერჩის, რატომ სჯის მათ კერძო ბიზნესი? მახარაძე ფიქრობს, რომ სანქცია ლორტქიფანიძის ორგანზიაციას სწორედ "ლელოს" ლიდერის მოთხოვნით დაადეს.

თუ რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის მიმართ ხდება საქმიანობის აკრძალვა, თან ეგ უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობით, საქართველოს სახელმიფოს მიერ. სხვა სახელმწიფოს განხორციელებული ქმედებების გატარება ქართული კომერციული სტრუქტურების მიერ, ეგ არ არის სწორი სუფთა საკანონმდებლო კუთხით. საქართველოშ კანონის მაგივრად მუშოაბს პოლიტიკური მიზანშეწონილობის ლოგიკა ყველა მხრიდან, ამიტომ მოსალდონელი რამდენად არის, ეგ გამოჩნდება პრაქტიკაში.  რომ გითრათ,  რომ ეგ რაღაცა ძალიან დიდი პრობლემა იქნება, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, მაგრამ ყველა ქმედებას მოსდევს ტოლფასი და საპირისპირო ქმედება, - ამბობს მახარაძე. 

 

პუტინისტური ჯგუფების დასანქცირებას ემხრობა ოპოზიცია. 

ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა, როცა საუბარია იმაზე, რომ რუსულ სისხლიან ფულს კონკრეტული ბანკი არ გაატარებს და ყველა ის ადამიანია, ვინც ამ სისხლიანი ფულით ფინანსდება, ვინც უკრაინელი ბავშვების ხოცვის ხარჯზე მშვიდობიანი მოქალაქეების ოცვის ხარჯზე აქ, საქართელოშ მდიდრდება და შემეგ რუსულ პროპაგანდას ხელს უწყობს, მათი ანგარიშები რომ იქნება გაყინული, ეს ძალია კარგია და სწორია, - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაცია დასანქცირდა. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრს თიბისი ბანკმა ანგარიშები დაუხურა.

ოფიციალური მიზეზი ცენტრის დამფუძნებელია, რომელიც საერთაშოიროს სანქცირებულთა სიაში ხვდება. საუბარია ალექსანდრ გორჩაკოვსა და მის ფონდზე, იმ ორგანიზაციაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის მომხრეა. 

ფონდის კვალის დიმიტრი მედვედევამდე მიდის, თავად გორჩაკოვს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს, რამაც, საბლოოდ, პრიმაკოვის ფნდის რუსული ფული ბანკგარეშე დარჩა. 

თავად დიმიტრი ლორთქიფანიძე "პირველებთან" საუბარში ამბობს, რმ საბანკო ტერორის მსხვერპლია.