ოზურგეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

11.09.22 15:39
ოზურგეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ოზურგეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემზარავი ამბავი ცოტა ხნის წინ მოხდა.  22 წლის კაცი უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში  კლინიკაში უცნობმა პირებმა მიიყვანეს.  ამ დროისათვის ადგილზე საგამოიძებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. პოლიციამ დამნაშავეების ვინაობა ჯერჯერობით არ იცის. უცნობია შემთხვევის ზუსტი ადგილმდებარეობაც.