მკვლელობა ოზურგეთში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

11.09.22 17:06
მკვლელობა ოზურგეთში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

ოზურგეთში მოკლული 22 წლის ახალგაზრდა პროზექტურაში გადაასვენეს. სოფლის გზაზე, ავტომობილთან ჩაცხრილულ ხალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა ზურგის არეში მიაყენეს. პოლიცია ადასტურებს, რომ იდენტიფიცრებულები ჰყავს ადამიანები, რომლებმაც მძმედ დაჭრილი ბიჭი კლინიკის ეზოში მიიყვანეს. 

მომხდარის მოტივსა და გაქცეულ დამნაშავეზე შსს ჯერჯერობით არაფერს ამბობს.გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

"პირველების" ინფორმაციით, მომხდარი ე.წ.  კარიერების საქმეს უკავშირდება. ადმაიანებს, რომლებსაც 22 ლის ახალგაზრდასთან დილით შელაპარაკება მოუვიდათ, სავარაუდოდ, სწორედ კარიერების ბიზნესში იყვნენ ჩათულები. 

"პირველებმა" ასევე, მკვლელობის სავარაუდო ადგილი დაადგინა. სოფელ მლექედურისა და სოფელ ბოხვაურის საზღვართან უკვე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. 

მოკლული იტალიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო. 

ოზურგეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემზარავი ამბავი ცოტა ხნის წინ მოხდა.  22 წლის კაცი უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში  კლინიკაში უცნობმა პირებმა მიიყვანეს.

ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს.