ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა დღეს სასამართლოს პირველი ჩვენება უნდა მისცეს
ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის მკვლელობაში ბრალდებულმა დღეს სასამართლოს პირველი ჩვენება უნდა მისცეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს დღეს მძიმე ამბების მოსმენა მოუწევს.
გოგა გზირიშვილი დღეს სავარაუდოდ მოყვება რატომ ჩაარტყა ხუთი თვის ფეხმძიმე ცოლს დანა გულის და მუხლის არეში 30 ჯერ.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ვარჯკეთილში, 2021 წლის 20 დეკემბერს მოხდა.