ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მერიიდან 13 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს

12.09.22 15:51
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მერიიდან 13 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკადრო წმენდას იწყებს - გორის მერიის სამსახურებიდან 13 ადამიანის გაშვება იგეგმება.  ათავისუფლებენ იმ კადრებს, ვინც ,,ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთვის ჯერ კიდევ 2012 წლიდან იბრძოდა.

ადგილობრივი  ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ადგილების გამოთავსუფლება მერს ახლობლების დასასაქმებლად სჭირდება.

გორის მერის მიერ ინიცირებული და დაანონსებული რეორგანოიზაციის პროცესი არის  მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობების ხელახლა გადანაწილება. 

გავლენების ჯგუფებს სორის მიმდინარეობს დაპირისპირება, რომელშიც ,,ოცნების" ერთი ჯგუფი ჩაანაცვლებს მეორეს - აცხადებს ანი ბალიაშვილი, ენმ-ს წევრი

ახლა 13 ადამიანი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დოკუმენტის ჩაბარებას ელოდება, ამის შემდეგ კი,  დიდი ალბათობით,  სამართლებრივი დავა დაიწყება.