სისხლიანი გარჩევა სკოლაში - ბრალდებულის ოჯახის წევრები საქმის ხელახალ განხილვას ითხოვენ
დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო უწყება იმ სამართალდამცველებით, ვინც არასწრულოვნებზე დაკითხვის მომენტში ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა, პროკურატურა ჯერ ვერ ამბობს. სისხლიან გარჩევაში მონაწილეეების მშობლები საქმის გამოძიების გადადებას ითხოვენ. მათი თქმით, გამოძიება სერიოზული დარღვევებით ჩატარდა.
პასუსხისგებაში მიცემული მეათე კლასელი, რომელსაც თანასკოლელის დაჭრას ედავებიან, დღეს სასამართლომ გამოკითხა. არასრუწლოვნის მშობლები ამბობენ, რომ ყველაფერი მოწყობილია და ბრალდებულს რეალურად იარაღი გარჩევის დროს არ ჰქონია და არც დაზარალებულთან ჰქონია რაიმე შეხება.
თუ მოსყიდული არ არის ვერავინ იტყვის, რომ ეს დანაშაული ცაიდინა, იმიტომ, რომ ეს ბავში არის უდანაშაულო, - ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი.
ბრალდებული ადვოკატი კი ამბობს, რომ არცერთი მოქმის ჩვენება არ მეტყველებს იმაზე, რომ ბრალდებული ნამდვილად დამნაშავეა.
არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია ის, რასაც პროკურატურა ედავება არასრუწლოვანს. ვის ჩვენებაზეც დაყრდნობილია ბრალდება უკვე მეოთხე, მეხუთე პროცესია და აქამდე არცერთხელ არ მოუყვანია პროკურორს და ყველა ის მოწმე, ვისი ჩვენებაც გამოყენებული აქვს ბრალდების მხარეს ბრალდების მტკიცებულებად, არის დამატებითი ინფორმაცია მოპოვებული, რომ ეს ჩვენებები იყო კანონისდარღვევით მოპოვებული და რეალურად, არცერთი პირი არ არის იმის მოწმე, რომ კონკრეტულმა ბავშვმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, - ამბობს ადვოკატი.
დღევანდელ პროცესზე ასევე, კიდევ 4 მოწმე გამოკითხა.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს 74 სკოლაში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და სისხლიანი გარჩევით დასრულდა. გარჩევაშ მონაწილეობას 15-მდე არასრუწლოვანი იღებდა.