ფრთხილად პირად ნივთებთან - თბილისში ჯიბის ქურდები დაბრუნდნენ
ფრთხილად პირად ნივთებთან - თბილისში ჯიბის ქურდები დაბრუნდნენ. მძარცველების სამიზნე ის ადამიანები არიან, რომლებიც ღამით დედაქალაქში გასართობად დადიან.
მოპარულია მობილური ტელეფონები, ჩანთები და ზოგიერ შემთხვევაში პირადობის მოწმობებიც კი. ახალგაზრდები უახლესი მოდელის ტელეფონის განვადების ფულს ახლაც იხდიან, მაგრამ ის უბრალოდ აღარ აქვთ, რადგან ღამის მძარცველებმა მიითვისეს.
შსს ახლა ცდილობს, გავიდეს დამნაშავეების კვალზე, რომლებმაც, დაზარალუბელების ინფორმაციით, ღამის საათებში ისინი გაძარცვეს. ერთ-ერთი ასეთი ბოლო შემთხვევა ,,მზესუმზირის ფესტივალზე", მუსიკალურ ღონისძიებაზე დაფიქსირდა, სადავ 100 ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი.
ათობით დაზარალებული აცხადებს, რომ მუსიკალური ფესტივალის მსვლელობის დროს მათ მოპარეს მობილური ტელეფონები, საფულეები, ძვირფასეულობა.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ტაბახმელას პოლიციის განყოფილებაში აღიზრა სისხლის სამართლის საქმე, დაწყებულია გამოძიება.
პოლიციას ამ ეტაპზე დქაკავებული არავინ ჰყავს.