უშუალოდ მკვლელობის მომენტი არ მახსოვს, ვიღებდი დიდი დოზით ნარკოტიკს - მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

12.09.22 20:48
უშუალოდ მკვლელობის მომენტი არ მახსოვს, ვიღებდი დიდი დოზით ნარკოტიკს - მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

უმძიმესი აღიარება, რომელის მოსმენაც დღეს სასამართლოსთან ერთად სასტიკად მოკლული  ხუთი თვის ორსული ქალის ოჯახის წევრებსაც მოუწიათ - ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე  მძიმე დანაშაულის დეტალებს დღეს თავად ბრალდებული იხსენებდა.

გივი გზირიშვილი დღეს სასამართლოს არწმუნებდა, რომ ის ნარკოდამოკიდებულია და ყავასა და ჩაიშიც კი ნარკოტიკებს იყრიდა, რამაც  ფსიქიკური პრობლემები გამოიწვია. მეუღლის მკვლელობასაც ბრალდებული მის ფსიქიკურ აშლილობას უკავშირებს. 

24 წლის გოგა გზირიშვილი დღეს ნახევარი საათის განმავლობაში ჰყვებოდა, როგორ მოკლა ორსული ცოლი წლინახევრის შვილის თვალწინ. მამაკაცმა 22 წლის ქეთი კეპულაძეს სამზარეულოს დანა 30-ჯერ დაარტყა. ბრალდებული ამბობს, რომ მძიმე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და არ ახსოვს რას აკეთებდა

რომ დავარტყი, არ მახსოვს, დანით რომ მოხდა კი, ხელი მქონდა გაჭრილი. ბოლო დროს ბევრ ნარკოტიკს ვიღებდი, ჩაისა და ყავაშიც კი ვყრიდი ნარკოტიკს. - განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა.

.მკვლელობის მოტივად დაკავებული ბიჭი თავიდან ეჭვიანობას ასახელებდა. პირველ ჩვენებაში მან პოლიციას უთხრა, რომ ორსულ ცოლთან უთანხმოება ჰქონდა. ეგონა, რომ ცოლი ღალატობდა, რადგან გარდაცვლილი მას მობილური ტელეფონის შემოწმების უფლებას არ აძლევდა. 

ბრალდებული ამბობს, რომ მკვლელობის მომენტში საღ გონებაზე არ იყო, თუმცა პროკურატურა საპირისპიროს ამტკიცებს. საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის დასკვნებს ეყრდნობა, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ გოგა გზირიშვილმა საზარელი დანაშაული წინასწარ დაგეგმა. ის დაელოდა მომენტს, როცა სახლში მეუღლესთან მარტო დარჩებოდა.

გივი გზირიშვილმა ორსულ ცოლს, წლინახევრის ბავშვის თვალწინ 30-მდე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილზე მოკლა. პროკურატურა მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. თავად ბრალდებული ეჭვიანობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ უშუალოდ მკვლელობის მომენტი არ ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავად გამოიძახა პოლიცია და ჩაბარდა.

გოგა გზირიშვილს 18-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. განაჩენს სასამართლო სავარაუდო პარასკევს გამოაცხადებს.