ლიტურგია რუსეთის პატრიარქის კურთხევით - მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთშია

22.04.21 10:00
ლიტურგია რუსეთის პატრიარქის კურთხევით - მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთშია

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მოსკოვში, წმინდა გიორგის ტაძარში ლიტურგია ჩაატარა.

გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ქართველ მიტროპოლიტთან ერთად ამბიონზე დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვიც იდგა. ეს უკანასკნელი მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. 

ლიტურგია 18 აპრილს, დიდმარხვის მე-5 კვირას, ეგვიპტის წმინდა მარიამის ხსენების დღეს, რუსეთის პატრიარქის, კირილის კურთხევით ჩატარდა.