ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა - დაკავებულია 2 პირი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 1969 წელს დაბადებული დ.გ. და 1971 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. სკანერის გამოყენებით ხსნიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებს, საიდანაც პირად ნივთებსა და ფულს იპარავდნენ.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პირები დააკავა. ნაქურდალი ნივთები და ფული ნივთმტკიცებადაა ამოღებული",-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით მიმდინარეობს
მათი ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.