ისე, ვირი გვყავს კახეთში, წაიყვანეთ - ნიკა გოგაშვილი ქონების დაყადაღებაზე

13.09.22 11:35
ისე, ვირი გვყავს კახეთში, წაიყვანეთ - ნიკა გოგაშვილი ქონების დაყადაღებაზე

დაყადაღებულია სოსო გოგაშვილის შვილების, ცოლის, ნათესავების, მეგობრების და მისი ახლო გარემოცვის ყველა წევრის  ანგარიშები და ქონება. 

გოგაშვილის ვაჟი „ოცნებას“ ვირის, ქათმების და ინდაურების დაყადაღებასაც სთავაზობს და ხელისუფლებას ეუბნება, რომ სიკეთეში მოიხმარონ დაყადაღებული ქონება. 

სახლს რაც შეეხება და ქონებას რაც შეეხება, ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ ჩვენი სახლიც, მანქანაც, ისე ვირი გვყავს კახეთში, თუ მოგეწონებათ წაიყვანეთ, ქათმები გვყავს ინდაურები. სხვათაშორის, დავესესხები „ქართულ ოცნების“  ერთ-ერთ მაღალჩნოსანს, რომ თუ ჩვენს სახლებს დაანგრევთ, აგურების სიგრძე-სიგანე გამოგადგებათ, კარგად მოიხმარეთ, მშვიდობაში“. - ამბობს ნიკა გოგაშვილი.