მირიან კუკავას მკვლელობა - დაკავებულების ადვოკატების თქმით, საქმეში ახალი გარემოებებია

13.09.22 12:13
მირიან კუკავას მკვლელობა - დაკავებულების ადვოკატების თქმით, საქმეში ახალი გარემოებებია

გახმაურებული მკველობის საქმის სასამართლო განხილვა დაწყებულია.

ცხვარიჭამიაში მოკლული მირიან კუკავას საქმეზე დაკავებული ყველა პირი ახლა სხოდმათა დარბაზშია.

დღეს მოსამართლემ დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების საკითხს უნდა გადახედოს.

20 წლის სტუდენტის მკვლელობის ბრალდებით დავით ჯიჯეიშვილია დაკავებული, დანაშაუალის დაფარვას კი პროკურტაურა კიდევ რამდენიმე პირს ედავება. 

არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გარდა დავით ჯიჯეიშვილისა, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. 

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში ახალი გარემოებებია. მათი თქმით, სწორედ ეს ახალი გარემოებები უნდა გახდეს საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძება შეიცვალოს და დაკავებულები თავისუფლებაზე გამოუშვან. 

საბედისწერო დაბადების დღე ცხვარჭამიაში მკვლელობით აგვისტოში დასრულდა.

მირიან კუკავას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.
 

მსგავსი სიახლეები