ვითხოვ, „წმინდა“ ვახუშტის და მაღალჩინოსნების ცოლების, სიდედრების ქონებაზე დაიწყონ გამოძიება - თეა მარტყოფლიშვილი

13.09.22 13:20
ვითხოვ, „წმინდა“ ვახუშტის და მაღალჩინოსნების ცოლების, სიდედრების ქონებაზე დაიწყონ გამოძიება - თეა მარტყოფლიშვილი

საგამოძიებო მოქმედებები სუს-ში დასრულებულია - სოსო გოგაშვილის ოჯახი ქონების დაყადაღებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სუს-ის ყოფილი შეფის ოჯახს ამისთვის 48 საათი აქვს. 

თეა მარტყოფლიშვილი „პირველებთან“ 2019 წელს იხსენებს, და ამბობს, რომ მაშინაც ჰქონდა მათი ქონების დაყადაღების მცდელობას ადგილი, თუმცა, მისი თქმით, მაშინ მისი მეუღლე „კარგად იქცეოდა“ და ქონებრივ დეკლარაციაშიც უკანონო ვერაფერი უპოვეს.

გოგაშვილის მეუღლე გამოძებას ურჩევს, ღამბაშიძის, ლილუაშვილის, „წმინდა“ ვახუშტის და სხვა მაღალჩინოსნების ცოლებისა და სიდედრების ქონება მოიკითხონ.

მაშინ 2019 წელს ვერ დაინახა გამოძიებამ უკანონობა ჩვენს ქონებაში, როცა ცუდად მოიქცა გოგაშვილი, მაშინ დაიწყეს გამოძიება.

როცა კარგად იქცეოდა სოსო გოგაშვილი, მაშინ ოჯახიც შეახვედრეს. არაფერზე ხელი არ მოვაწერე, გავეცანი, მაგრამ არ დავეთანხმე. ღამბაშიძის, ლილუაშვილის, წმინდა ვახუშტის, ანრი ოხანაშვილის და აბსოლუტურად ყველას ქონებაზე დაიწყონ გამოძიება, როგორ აქვთ შეძენილი მათ ცოლებს, ცოლის დაქალებს". - ამბობს გოგაშვილის ცოლი.