რაც მაცვია ტანსაცმელი, ეს არ წამართვეს, საბოლოოდ ველოდები ჩვენს გაციმბირებას - ნიკა გოგაშვილი

13.09.22 13:29
რაც მაცვია ტანსაცმელი, ეს არ წამართვეს, საბოლოოდ ველოდები ჩვენს გაციმბირებას - ნიკა გოგაშვილი

საგამოძიებო მოქმედებები "სუს"-ში დასრულებულია - სოსო გოგაშვილის ოჯახი ქონების დაყადაღებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ნიკა გოგაშვილის თქმით, ის გამოძიებისგან მისი ოჯახის გაციმბირებას ელოდება.

„ულოგიკო ხელისუფლება გვყავს და შეიძლება მართლა ვირის დაყადაღებით წავიდეს გამოძიება ბოლოს. რაც მაცვია ტანსაცმელი, ეს ჩემი არის და არ წამართვეს. საბოლოოდ ველოდები მხოლოდ ერთ რაღაცას და მეტს არაფერს - ჩვენს გაციმბირებას“. - ამბობს ნიკა გოგაშვილი. 
 

სუს-ის ექს-შეფის გასაჩუმებლად "ქართულმა ოცნებამ"  ყველა ბერკეტი აამოქმედა.

დაყადაღებულია სოსო გოგაშვილის შვილების, ცოლის, ნათესავების, მეგობრების და მისი ახლო გარემოცვის ყველა წევრის  ანგარიშები და ქონება. 

როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ბოლო წვეთი გოგაშვილის მიერ "შაბთის ეთერისთვის " მიცემული სკანდალური ინტერვიუ გახდა, რომლითაც მან  საქართველოს ხელისუფლება და მინისტრი გომელაური რუსულ "ეფესბესთან" პირდაპირ კავშირიში ამხილა და მტკიცებულებების  გასაჯაროვებაც დაანონსა.