ავტობუსებზე რეკლამის განთავსება 30 წლით 4 მილიონ ლარად - ბათუმის მერიის საეჭვო ხელშეკრულება "ალმასთან"
ბათუმის მერია „ოცნების“ შავი სალაროს შესავსებად. ირკვევა, რომ მერიამ კომპანია "ალმას" რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია, ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლება 30 წლით 4 მილიონ ლარად მისცა.
მერიის გადაწყვეტილება ოპოზიციის პროტესტის მიზეზი გახდა.
"ანტიკორუფციული მოძრაობაში" მერიის და კომპანია „ალმას“კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.
შპს „ალმამ“ ბათუმის ავტობუსებზე მოიპოვა რეკლამის განთავსების უფლება. სულ 5 154 კვადრატზე, 4 მილიონ 100 ათას ლარად შეიძინა ეს უფლება. აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „ალმამ“ ეს უფლება მოიპოვა 30 წლის ვადით. ბათუმის ბიუჯეტმა წლიური შემოსავალი შეადგინა დაახლოებით 136 ათასი ლარი, ხოლო სრული დატვირთვის შემთხვევაში შპს „ალმა“ ამ გარიგების შემთხვევაში მიიღებს წლიურ შემოსავალს, დაახლოებით 7 მილიონ ლარს“. - ამბობენ „ანტიკორუფციულ მოძრაობაში“.