თბილისში დაბინძურებული ჰაერის მაჩვენებელი პიკს აღწევს - მერიამ ეკოლოგიისთვის გამოყოფილი თანხის დახარჯვა ვერ შეძლო

13.09.22 14:10
თბილისში დაბინძურებული ჰაერის მაჩვენებელი პიკს აღწევს - მერიამ ეკოლოგიისთვის გამოყოფილი თანხის დახარჯვა ვერ შეძლო

თბილისში დაბინძურებული ჰაერის მაჩვნებელი პიკს აღწევს, მერიამ კი პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხის დახარჯვა ვერ შეძლო. კალაძის უწყებამ  ეკოლოგიის პროგრამის ბიუჯეტიდან 27 მილიონი ლარი  ვერ აითვისა. 

ფლანგვის დეტექტორმა გაარკვია, რომ  ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი 106 მილიონი ლარიდან თბილისის მერიამ მხოლოდ 78 მილიონის ათვისება მოახერხა.

აუთვისებელია გამწვანებისა და დასუფთავებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილიც. 

პარტია „ლელოს“ წვერის, საბა ბუძის თქმით, კალაძეს საკუთარ პიარში ხარჯავს ფულს და მისი თქმით, ამიტომაცაა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა უმძიმესი. 

სამწუხაროდ, კალაძისთვის პრიორიტეტი არის ისეთ აქტივობებში და ღონისძებებში ფულის ხარჯვა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია პიარზე და მის წარმოჩენაზე. კალაძე ამ საკითხს ყურადღებას არ უთმობს და შესაბამისად, ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმძიმესი მიმართულება, სადაც ჩვენ გვაქვს ჩავარდნა და სადაც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით ვითარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“. - ამბობს ბუაძე.