კრიმინალური ვენდეტა ოზურგეთში - პოლიცია დამნაშავეს ეძებს
მკვლელობის მცდელობა ოზურგეთში - დამნაშავეს, რომელმაც 53 წლის კაცს სამართებლით ჭრილობები მიაყენა, პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
"პირველების" ინფორმაციით, დაჭრილი დემური გოგოტიშვილი გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდის "გეგა ოზურგეთსკის " ახლო გარემოცვის წევრია. ამასთან, კანონიერი ქურდი გიგა მოდებაძე ოზურგეთში ორი დღის წინ მოკლული 22 წლის გიგა როყვას ნათლია იყო. სწორედ ამ გარემოებებს უკავშირებენ ახლობლები 53 წლის მამაკაცის დაჭრასაც.
შეგახსენებთ,რომ ოზურგეთში 53 წლის კაცი მძინარე მდგომარეობაში დაჭრეს. შემთხვევა მისივე სახლში გამთენისაას მოხდა. დემური გოგოტიშვილის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ.
საზარელი დანაშაული, სავარუდოდ, ოზურგეთში 2 დღის წინ მომხდარ მკველობას უკავშირდებ. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის გოგა როყვას მკველობაში ბრალბულის ბიძაა, შურისძიების მოტოვით დაჭრეს. ამ ვერსიას არც გომელაურის უწყება გამორიცხავს.