კრიმინალური ვენდეტა ოზურგეთში - რა წერია წერილში, რომელიც დაჭრილის საძინებლიდან ამოიღეს
სამძებრო ოპერაცია გურიაში - პოლიცია განზრახ მკვლელობის მცდელოებაში ბრალდებულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს, თუმცა სავარაუდო დამნაშვის კვალზე, რომლმაც 54 წლის კაცს სამართებლით ათობით ჭრილობა მიაყენა, გომელაურის უწყება ვერ გადის.
გავრცელებული ცნობით დაჭრის მოტივი შურისძიებაა, თუმცა საქმე შესაძლოა თავდაყირა იმ წერილმა დააყენოს, რომელიც „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ექსპერტ კრიმინალისტებმა დაჭრილის საძინებელი ოთახიდან ამოღეს.
დაჭრილი მამაკაცი წერს, რომ მან ჩვენება მისცა გამოძიებას და თქვა ის, რაც არ უნდა ეთქვა. სწორედ ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება რომ თავი მოეკლა.
თუმცა დაზუსტებით, ვერავინ და მათ შორის ვერც სამართალდამცველები ამბობენ, მისი დაწერილია თუ არა ეს წერილი.
არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული წერილი სხვა პირმა სახლში მაშინ ჩადო, როდესაც დაჭრილი მამაკაცი მარტო იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ თვითმკვლელობა არ არის ერთადერთი ვერსია. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.
კრიმინალური ვენდენტა ოზურგეთში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
უმძიმესი ჭრილობები კრიმინალური ავტორიტეტის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას, სახლში მძინარეს მიაყენეს.