ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს

13.09.22 18:43
ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს

ამერიკის საელჩოში სავარაუდოდ, ბომბს ეძებენ. ამ წუთებში აშშ-ის დიპლომატიურ მისიასთან მუშაობენ განაღმველები. ადგილზე სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული,

 სუსი-ს ინფორმაციით 112-ში შევიდა ზარი და ამის  შემდეგ გავიდა გამნაღმველთა  ჯგუფი ადგილზე. შენობიდან გამოიყვანეს თანამშრომლები.

შსს სამინისტრო ჯერ ოფიციალურად არ ამბობს, რა მოხდა, თუმცა თუ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ რაღაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

მოხდა საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირება - ეს არის ციტატა განცხადებიდან, რომელიც საელჩომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და  თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითზე რეაგირების კუთხით. - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.