აშშ-ის საელჩოში ბომბი არ აღმოჩნდა- განმაღმველებმა მუშაობა დაასრულეს
ამერიკის საელჩოში გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. საელჩოში ბომბი არ აღმოჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხობი სამსახურში ამბობენ, რომ სპეციალისტები დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე მას შემდეგ გააგზავნეს, რაც 112-ზე შეტყობინა შევიდა.
სუსის ინფორმაციით, შემოწმდა საეჭვო ტერიტორია, თუმცა იქ ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი ვერ იპოვეს. განგაში დღეს საღამოს გამოცხადდა.
კინოლოგებისა და გამნაღმველების გამოჩენის შემდეგ დაიწყო ევაკუაცია და საელჩოს შენობა დატოვეს თანამშრომლებმა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება გარკვეული ამანათების შემოწმებას, რომელიც საელჩომ საეჭვოდ მიიჩნია