დაბინძურებული ჰაერი თბილისში - მერია ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ფულის ათვისებას ვერ ახერხებს
თბილისის მერია ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის ათვისებას ვერ ახერხებს იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა.
,,ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან 106 მილიონი იყო გამოყოფილი, საიდანაც 27 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა.
106 მილიონი უნდა დაეხარჯათ, თუმცა, 27 მილიონი აუთვისებელი დარჩათ, ათვისება ვერ მოახერხეს განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მნიშვნელოვანია თბილისის ეკოლოგიური გამოწვევები. - აცხადებს სალომე კვირიკაშვილი, ,,ფლანგვის დეტექტორის" წარმომადგენელი.
თუმცა, თბილისის მერი, კახა კალაძე, ირწმუნება, რომ მერიას ბიუჯეტის თანხების ათვისების პრობლემა არასდროს ჰქონია.
ჰაერის ხარისხის პორტალზე განთავსებული რუკის მიხედვით, თბილისის ქუჩებში დაბინძურების პირველი წყაროები გამონაბოლქვი და სამშენებლო მასალებია. შვეიცარიული კომპანიის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, 177 ქვეყანას შორის საქართველო ჰაერის დაბინძურების მიხედვით 42 -ე ადგილს იკავებს.
ჰაერი განსაკუთრებულად დაბინძურებულია, წერეთლის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე იქ, სადაც საავტომობილო მოძრაობა ხშირია.
დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გაუარესება მერიის უყურადღებობამ გამოიწვია - ასეთია ექსპერტების დასკვნა.