დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ - ქალი უმძიმესი მხილების ახალ სერიას აანონსებს
გაუშვებს თუ არა ციხეში ცნობილ სპორტსმენს ყოფილი მეუღლე ძალადობის ბრალდებით - ნელი დოროყაშვილი უმძიმესი მხილების ახალ სერიას აანონსებს. საქართველოს პირველი ჩოგნის მიერ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ ამ წუთებში ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე სასამართლო პროცესზე საუბრობს.
უმძიმესი ბრალდებების ადრესატია სპორტსმენის დედაც, რომელსაც დოროყაშვილი მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნელი დოროყაშვილმა ის ფოტოები და აუდიოჩანაწერები წარადგინა, სადაც ბასილაშვილის ძალადობა ჩანს.
დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მას სისტემატურად ავიწროევებდა და არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ რეალიზებული ყოფილიყო. მისი თქმით, ბასილაშვილი ზეწოლის ინსტრუმენტად ფინანსებს და საბანკო ბარათს იყენებდა , რომელიც ოჯახს საერთო ჰქონდა. მისი თქმით, მეუღლე მას თითეოულ თეთრს უკონტროლებდა.
როდესაც მოხდებოდა ნებისმიერი სახის კონფლიქტი, ის ბლოკავდა ამ "კარტას"..წამოყვანია ბავში, მაგალითად, ექიმთან ან აფთიაქში მისვულსვარ, სუპერმარკეტში, მიყიდია ნივთები, შემდეგ ვადებ კარტას და ვერ ვიხდი... რომ ვეუბნებოდი რას ვაშავებდი, ის არ მპასუხობდა, - ტქვა დოროყაშილმა პროცესზე.
დღევანდელ პროცესს არ ესწრება ნიკოლოზ ბასილაშვილი. სხდომაზე მხოლოდ მისი ადვოკატი იმყოფება, რომელიც დოროყაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს და გამოგონილს უწოდებს.
უკვე მეორე დღეა, რაც ნელი დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს.