კრიმინალური ვენდეტა ოზურგეთში - სისხლიანი ანგარისწორების ახალი დეტალები

14.09.22 11:58
კრიმინალური ვენდეტა ოზურგეთში  - სისხლიანი ანგარისწორების ახალი დეტალები

თვითმკველობამდე მიყვანა თუ მკველობის მცდელეობა? - გახდა თუ არა პოლიციისთვის მიცემული ჩვენება 54 წლის კაცის თვითმკველობამდე მიყვანის მოტივი?

გურიაში მომხდარი სისხლიანი ვენდენტის საქმეზე "ტვ პირველმა" ახლი დეტალები გაარკვია.

ერთ-ერთი ვერსიით, 54 წლის დემურ გოგოტიშვილმა სამართებლით თვითდაზინებები მას შემდეგ მიიყენა, რაც პოლიციამ გამოკითხა, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის კი მას ე.წ. ძველმა ბიჭებმა არ აპატიეს, პასუხი მოსთხოვეს და გარჩევა მოუწყვეს.

ახალა პოლიცია ადგენს ვინ მონაწილეობდა ე.წ. გარჩვეაში და ვინ არიან პირები, ვინც 54 წლის კაცი თვითმკველობამდე მიიყვანა.

არსებობს მეორე ვერსიაც - არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობის საქმის ოქროს მოწმეზე შეირაღებული თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. ახლა ყველაფერი მამაკაცის ჩვენებაზეა დამოკიდებული.

მის გამოსაკითხად  კრიმინალური პოლციიის თანაშრომლები 24 საათზე მეტია კლინიკაში მორიგეობენ.

ექიმი “პირველებთან“ საუბარში ამბობს, რომ დაჭრილი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამ დრომდე მისი დაკითხვა სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს.