შოკისმომგვრელი ჩვენება: დოროყაშვილმა ბასილაშვილი თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში დაადანაშაულა
გასაჯაროვებულია მტკიცებულელები, რომელიც შესაძლოა, ცნობილი ქართველი სპორტსმენის პატიმრობის საფუძველი გახდეს. ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა დღეს მოსმართლეს სავარუდო ძალადობის დამადასტურებელი ყველა ვიდეო და აუდიომტკიცებეულება წარუდგინა.
სასამართლოში მისულმა ნელი დოროყაშვილმა სხდომათა დარბაზში ძალადობის შოკისმომგვრელი ფაქტები მოყვა. სისტემტიური ფიზიკური ძალადობის გარდა, ქალმა საქართველოს პირველი ჩოგანი თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაშიც დაადანაშაულა. ნეკა დოროყაშვილის თქმით, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი აბაზანაში იკეტებოდა და მუსიკას ხმამაღლა რთავდა და ამით მის ბოლომდე განადგურებას ცდილობდა.
შევიდოდა აბაზანაში, კეტავდა ტუალეტის კარს და რთავდა მაღალ ხმაზე მუსიკას. მე მქონდა უკვე ბოლო პერიოდში იმის განცდა, რომ ამას ხომ არ აკეტებს იმიტომ, რომ მე ჩემით მოვიკლა თავი?, - უთხრა დოროყაშვილმა მოსამართლეს.
ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ასევე მოყვა, რომ ქმარი მას ისუტიციის სახლში გაყოლას და ხელის გაწერას მოითხოვდა, რათა გაშორების შემთხვევაში ქალს ქონებაზე პრეტენზია არ გამოეცხადა.
დოროყაშილი-ბასილაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა საქალაქო სასაამრთლოში 27 სექტემბერს 10:00 საათზე გაიმართება.