მოსმენების საქმე - ლიკა ჯანყარაშვილი საუბრის ავთენტურობას ადასტურებს და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

14.09.22 14:11
მოსმენების საქმე - ლიკა ჯანყარაშვილი საუბრის ავთენტურობას ადასტურებს და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

სუს-იდან გამოტანილი ფაილების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება -თბილისის  პროკურატურაში მოწმის სტატუსით ჩვენება გამომძიებლებს " ტვ პირველის"  წამყვანმა  და გამომძიებელმა ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ მისცა.

საგამოძიებო უწყებაში იმყოფება „პირველების“ რეპორტიორი ლიკა ჯანყარაშვილიც.

ლიკა ჯანყარაშვილი საუბრის ავთენტურობას ადასტურებს და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ჩემს შემთხვევაში სასულიერო პირებთან საუბარი არის მიყურადების საგანი. ვადასტურებ იმ ჩანაწერების ავთენტურობას. მნიშვნელოვანი არის ის, რომ პროცესი ახლა იყოს დაძრული. არ გვაქვს მოლოდინი რომ რაიმე შედეგი ექნება გამოძიებას, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ევროპულ სასამართლოში, ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი. პროკურატურის მხრიდან, ფაქტობრივად ძალით დაწყებული გამოძიება არის იმის დამადასტურებელი, რომ ტოტალური მოსმენების სამიზნე ნამდვილად ვიყავით ჟურნალისტები“. - ამბობს ლიკა ჯანყარაშვილი.

დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭეს ნატა ქაჯაიას .მან პროკურატირა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტები იმ ასობით რეპორტიორს შორის არიან,  ვისაც სუს-ი წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენდა, იწერდა და აარქივებდა.  ამას ლულუაშვილის უწყებიდან გამჟონილი ფაილებიც ადატურებს.