კრიმინალური ვენდეტა ოზურგეთში - რა კავშირი აქვთ ხელისუფლების მეგობარ ქურდებს გახმაურებულ მკველობასთან?
რა კავშირი აქვთ ხელისუფლების მეგობარ ქურდებს ოზურგეთში მოხმდარ გახმაურებულ მკველობასთან? ერთ-ერთი ვერსიით 23 წლის გოგა როყვას მკვლელობა ე.წ. კარიერების ბიზნესს უკავშირდება.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ბიზნესის გაკონტროლება ორ კანონიერ ქურდს შორის დაპირისპირების მიზეზი რამდენიმე კვირის წინ გახდა. გავლენების გადანაწილების გამო დაწყებული გარჩევა კი როყვას მკველობით დასრულდა.
„ტვ პირველის“ ცნობით, ბიზნესის მფარველობა საკუთარ თავზე „ოცნების“ მეგობარ ქურდს "გეგა ოზურგეთსკის" ჰქონდა აღებული, თუმცა ეს ფაქტი ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის გაბრაზების საფუძველი და მკვლელობით დასრულებული კრიმინალური გარჩევის მოტივი გახდა.
გავრცელებული ცნობით, კანონიერი ქურდი "გეგა ოზურგეთსკი" გურიაში ბიძინა ივანიშვილის ძმის და კალაძის ბიზნეს პარტნიორის ილა კეჭაყმაძის მხადაჭერით სარგებლობს.
კეჭაყმაძე „პირველებთან“ ამბობს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს არც კარიერების ბიზნესთან და არც ოზურგეთში დაწყებულ კრიმინალურ ვენდეტებთან.