რაც მე დამემართა ვერავინ ამინაზღაურებს, ნიკოლოზმა პასუხი უნდა აგოს - დოროყაშვილი
ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის სამაგალითოდ დასჯას ითხოვს.
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ ბასილაშვილმა კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.
დოროყაშვილის თქმით, იმ ზარალს რომელიც მისი თქმით ყოფილმა ქმარმა მიაყენა, ვერავუინ აანაზღაურებს.
რომელ სარჩელს გამოიყენებს სასამართლო და მოსამართლე ამით ვერანაირად ვერ მოხდება იმის კომპენსირება ჩემთვის. ამით ვერ გადაიხდის ნიკოლოზი მორალურ და ზნეობრივ საფასურს. რაც მე დამემართა ვერ ამინაზღაურებს ვერავინ. ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი, რა თქმა უნდა კანონის წინაშე და უნდა დაეკისროს ვალდებულება. ჩემი დაკითხვა გრძელდება და შესაბამისად, ის თუ გაინტერესებთ რა ძალადობებზეა საუბარი, საკმაოდ მოცულობითია ეს კონკრეტული შემთხვევა და მრავალი სახის ძალადობებზეა საუბარი“. - ამბობს დოროყაშვილი.
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანს სამ წლიანი პატიმრობა ემუქრება.
გახმაურებული პროცესის პირველი ეტაპი დასრულებულია. ახლა სასამართლო ბასილაშვილის ადვოკატების მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადადის.