დოროყაშვილს შურისძიება იმიტომ უნდა, რომ ბასილაშვილს სხვა რჩეული ჰყავს - ჩოგბურთელის ადვოკატი
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას მტკიცებით, ბასილაშვილს ყოფილ ცოლზე არ უძალადია და დოროყაშვილი შურისძიების მოტივით არის შეპყრობილი.
ადვოკატის თქმით, დოროყაშვილი მხოლოდ საკუთარ პიარზე ზრუნავს და შვილის ინტერესს არ ითვალისწინებს.
ჭკადუა დოროყაშვილს შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანს უწოდებს და მისი თქმით, ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს შურისძიება იმიტომ უნდა, რომ ბასილაშვილს სხვა რჩეული ჰყავს
„ნიკოლოზ ბასილაშვილს მასზე არ უძალადია არც ამერიკაში, არც საქართველოში და არც არსად. ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა. შურისძიება უნდა იმიტომ, რომ ბასილაშვილს ჰყავს სხვა რჩეული
ქალბატონმა ნელი დოროყაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა აღნიშნული სხდომები ყოფილიყო საჯარო. აქედან ცალსახად ჩანს, რომ ქალბატონ ნელი დოროყაშვილს არ აინტერესებს მისი შვილის და შვილის მამის ინტერესი და მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი და პიარი.
20 ჩოგნით სავსე ჩანთა რომ მოხვედროდა ნელი დოროყაშვილს, მას ექნებოდა მძმე მოტეხილობები. ნიკოლოზი თუ გადაწყვეტს სასამართლოსთის ჩვენების მიცემას, რა თქმა უნდა ის იქნება დახურული“. - ამბობს ირმა ჭკადუა.
შეგახსენებთ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ როდესაც რაიმე სახის კონფლიქტი მოხდებოდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბლოკავდა მის საბანკო ბარათს დასჯის მიზნით. „ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია ბარათი და ვერ გადამიხდია“, - განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.
ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილის სამაგალითოდ დასჯას ითხოვს.
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ ბასილაშვილმა კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.
დოროყაშვილის თქმით, იმ ზარალს რომელიც მისი თქმით ყოფილმა ქმარმა მიაყენა, ვერავუინ აანაზღაურებს.