გოგაშვილს აქვს მტკიცებულებები და ის ინახება სანდო ხელში - ადვოკატი
სოსო გოგაშვილი მტკიცებულებების გასაჯაროვებას აანონსებს.
სკანდალური განცხადებების შემდეგ, დაკავებული მაღალჩინოსანის ადვოკატი აცხადებს, რომ სუს-ის ყოფილ შეფს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ყველა დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს და ის სანდო პირებისთვის აქვს გადაცემული.
გოგაშვილის განცხადებით, მტკიცებულებებს შორის არის ფაილები, აუდიო ჩანაწერები და დოკუმენტები, რომელიც, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების საუბრების ჩანაწერების გაყალბებასაც ადასტურებს.
გოგაშვილს, მისი ინტერესების დამცველი ცოტა ხნის წინ შეხვდა.
მის მიერ გახმოვანებული ნებსიიერი ინფორმაციას თან ახლავს კონკრეტული მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები რა თქმა უნდა იქნება სანდო ხელში და დაცულ გარემოში. იოსებ გოგაშვილმა დამიდასტურა, რომ ბატონი კობახიძე იმყოფებოდა ვიზიტით მასთან, ასევე განაცხადა, რომ არა მარტო კობახიძე, სხვებიც დადიოდნენ ჩემთანო, ასეთი ფრაზები გააჟღერა. როდის შედგა ეს ვიზიტი და რა სახის საუბარი შედგა მათ შორის, ამ ეტაპისთვის ჩემთვის არ არის ცნობილი". - ამბობს გოგაშვილის ადვოკატი.